January 21, 2022
VACANCY
შპს “ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ აცხადებს კანდიდატის შერჩევას შემდეგ პოზიციაზე: მთავარი ენერგეტიკოსი
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
• განახორციელოს განყოფილების საქმიანობისდაგეგმარება და ბიუჯეტირება.
• უზრუნველყოს განყოფილების წინაშე დასმული ამოცანების ხარისხიანი და დროული შესრულება, უხელმძღვანელოს განყოფილების პერსონალს ამ ამოცანების შესრულებისას და აკონტროლოს შესრულების მსვლელობა.
• მიიღოს გადაწყვეტილებები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით,აგრეთვე ხელმძღვანელობასგანსახილველად მიაწოდოს პრობლემების დასაკითხების გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტები.
• მისცეს დავალებები სანარდო ორგანიზაციას და გააკონტროლოს მათი შესრულება.
• შეადგინოს ყოველთვიური,კვარტალური და წლიური სტატისტიკური ანგარიშებიელექროენერგიის გახარჯვის შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგინოს ნავსადგურის ხელმძღვანელობას.
• ორგანიზება გაუწიოს ენერგეტიკული მოწყობილობის და ენერგოსისტემების სწორ ტექნიკურ ექსპლუატაციას და დროულ შეკეთებას.
• უზრუნველყოს ნავსადგურის დიზელ- გენერატორისა და აირის მეურნეობის სწორი და უწყვეტი ექსპლუატაცია,გამართული მუშაობა და პერიოდული შემოწმება.
• უწყვეტი და ავარიის გარეშე მუშაობის უზრუნველსაყოფად, განახორციელოს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის,
• საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის; ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაციის,
• ენერგო მოწყობილობების და ქსელების გამოყენების და დაცულობის, მიწისვეშა ნაგებობების და კომუნიკაციების დაცვასთან,
• კონტროლის, დაცვის და ავტომატიკის სისტემებთან დაკავშირებული სამუშაოების, დროული რემონტის მუდმივი კონტროლი.
• ელ. კარადების, ელ. სვეტების, ნავსადგურის ტერიტორიაზე საამქროებში, საწყობებში და სათავსოებებში ყველა ელ. კვანძის დროულად
• გაწმენდასთან და სადენების დაცვის იზოლაციის შემოწმებასთან დაკავშირებით სამუშაოების წარმოების კონტროლი.
• ორგანიზება გაუწიოს დამიწების კონტურების პერიოდული აზომვების და დიელექტრიკული საშუალებების
• გამოცდების უზრუნველყოფას, უზრუნველყოს მიწისქვეშა ნაგებობების და კომუნიკაციების დაცვითი სამუშაოების ჩატარება,
• დროულად წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის ორგანოებს ნავსდგურის ელექტრომეურნეობა.
• მიიღოს მონაწილეობა ნავსადგურის ელექტრომეურნეობის ექსპლუატაციისთვის საჭირო ენერგეტიკული მოწყობილობის,მასალების და სათადარიგო ნაწილების შეძენაზე განაცხადების შედგენაში.
• განახორციელოს ნავსადგურის ენერგეტიკული ობიქტების ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა.
• გააკონტროლოს ნავსადგურის ენერგეტიკული მეურნეობის მომსახურებისთვის მენარდე ორგანიზაციების მიერჩატარებული სამუშაო, შეამოწმოს მენარდეების და მომწოდებლების მიერ მოწოდებული მომსახურების, მოწყობილობის და მასალების ხარისხი
• გააკონტროლოს ენერგეტიკული მოწყობილობის შეკეთების და დათვალიერების შესრულება.
• სტრუქტურულ ქვეგანყოფილებაში უზრუნველყოს შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების შექმნა და საწარმოო ტრავმატიზმის მიზეზების ლიკვიდაცია.
• განყოფილების მუშაკებს, დადგენილი პერიოდულობით ჩაუტაროს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქტაჟი.
• უზრუნველყოს განყოფილების დასაქმებულების მიერ თავის ფუნქციონალურ მოვალეობებთან დაკავშირებული საკითხებისშესახებ დირექტორის ბრძანების გაცნობა და მისი შესრულება.
• შეასრულოს ხელმძღვანელის სხვა დავალებები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
• პირადად დაიცვას შრომის დისციპლინა, შრომის შინაგანაწესი, უსაფრთხოების ტექნიკის,
• შრომის და გარემოს დაცვის წესები, სახანძრო უსაფრთხოების წესები და მოითხოვოს პერსონალისგან მათი უპირობო შესრულება.
• აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის განკარგულებით, მზად იყოს სამუშაოს შესრულებისთვის არასამუშაო საათებში, საგანგებო სიტუაციების დროს და საწარმოო აუცილებლობის შემთხვევაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (ელექტრო, ელექტრო–მექანიკური, ენერგეტიკული);
• გამოცდილება ელექტრო/ენერგეტიკის სფეროში;
• კომპიუტერული უნარები: MS Office, Outlook (სასურველია SAP);
• ენების ცოდნა (ქართული, რუსული).
პიროვნული თვისებები:
• სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
• პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
• სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
• ადაპტაციის უნარი, მოქნილობა;
• პასუხისმგებლობა.
დამატებითი პირობები:
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
• გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
• სამუშაო ადგილი: ბათუმი, ბაქოს ქ.15
• სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 სთ)
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებს აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ შეავსოთ რეზიუმე ქართულ და რუსულ ენაზე (ფოტო სურათთან ერთად), ნავსადგურის საიტზე განთავსებული ფორმის შესაბამისად <>
http://batumiport.com/ge/generaluri_direqtoris_mimartva/cv_porma/, ელ. მისამართზე:
Kajaiam@batumiport.com ან მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ბათუმი, ბაქოს . #15, კანცელარიაში
რეზიუმეს თანდართული უნდა ქონდეს პროფესისადმი მოთხოვნების დამადასტურებელი საბუთები დიპლომი, სერთიფიკატი …)
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.