სიახლეები

მეზღვაურთა დღე 2017

2017-06-26

2017 წლის 25 ივნისს ბათუმში მეზღვაურის დღე აღინიშნა მეზღვაურთა ღვაწლის დასაფასებლად - 25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) გამოაცხადა. ამ დღეს მთელი მსოფლიოს საზღვაო ქვეყნები და მათთან ერთად საქართველო, 2011 წლიდან აღნიშნავენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მხარდაჭერით 25 ივნისს მასშტაბური ღონისძიებები ჩაატარა. სხვადასხვა ლოკაციებზე დაგეგმილ ღონისძიებებს შორის, დღის მთავარი ღონისძიება ჩატარდა ბათუმის ნავსადგურის მე-10 ნავმისადგომზე, სადაც ოფიციალურმა პირებმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და ჩატარდა დაჯილდოვების ცერემონია. დაჯილდოვდნენ მეზღვაურები საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთ...   სრულად


შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მე-6 საერთაშორისო კონფერენცია

2017-05-22

ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა და ICTSI საქართველომ ერთობლივადუმასპინძლა შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მე-6 საერთაშორისო კონფერენციას. ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა საქართველოშიუმასპინძლა უდიდეს ყოველწლიურ საზღვაო ტრანსპორტის კონფერენციას და გამოფენას შავი ზღვის - კავკასიის რეგიონში. შპს ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა (BSP) საერთაშორისო საკონტეინერო სატერმინალო სერვისების კორპორაციის (ICTSI) შვილობილი კომპანია შპს ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალთან ერთად, 18-19 მაისს სასტუმროში...   სრულად




ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (ტსსმ) განვითარების საკოორდინაციო კომიტეტის სამუშაო ჯგუფის სხდომა

2017-01-23

მიმდინარე წლის 17 იანვარს ქ. ბათუმში გაიმართა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (ტსსმ) განვითარების საკოორდინაციო კომიტეტის სამუშაო ჯგუფის სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სს НК «Қазақстан темір жолы", დსს „ აზერბაიჯანის რკინიგზრბი", სს „ საქართველოს რკინიგზა", სსს «Укрзализныця», შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური", დსს „ ბაქოს საერთაშორისო ნავსადგური", სს НК აქტაუს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო ნავადგური", სპს „ბათუმის ნავთობტერმინალი, დსს „ აზერბაიჯანული კასპიის საზღვაო სანაოსნო", შპს „უკრფერი", შპს „ПКП ფართოლიანდიანი მეტალურგიული გზა" და TCDD Tasimacilik A.S и TRANSLOGIST SRL წარმომადგენლებმა...   სრულად




MSC -ს ახალი საზღვაო-საკონტეინერო მიმოსვლა იწყება

2016-12-07

MSC-ს საკონტეინერო საზღვაო ხაზი აცხადებს ახალი საზღვაო-საკონტეინერო მიმოსვლის დაწყებას ჯიო ტაუროს (იტალია), უკრაინასა და საქართველოს მიმართულებით. ახალი შემოთავაზება მნიშვნელოვნად ამცირებს სატრანზიტო დროს და ზრდის ნავსადგურებს შორის პირდაპირი მიმოსვლის შესაძლებლობას. სატრანზიტო დრო ბათუმის, საქართველოს მიმართულებით განისაზღვრება შემდეგნაირად: ჯიო ტაურო - შვიდი დღე ბურგასი - ოთხი დღე ილიჩევსკი - ორი დღე ოდესა - ერთი დღე MSC ადასტურებს რომ მიმოსვლა იწყება პარასკევს, 25 ნოემბერს, კონტეინერმზიდი გემის MAX CARRIER-ს შემოსვლით ბ...   სრულად


საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი

2016-09-22

საქართველოს პრემიერ მინისტრის ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილის, სსიპ საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პატრონაჟით 2016 წლის 12 დან 15 სექტემბრამდე ქ. ბათუმში გაიმართა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი. ბათუმის საზღვაო ნავსადგური გახლდათ ღონისძიების ერთერთი ძირითადი სპონსორი. აღსანიშნავია, რომ საზღვაო დარგში ასეთი მასშტაბის ღონისძიება უპრეცენდენტოა ჩვენი ქალაქისათვის და ძალზედ მნიშვნელოვანია საზღვაო სატრანსპორტო გადაზიდვების განვითარებისათვის. ფორუმის მნიშვნელობას ადასტურებდა InternationalMaritime Organization-ს გენერალური მდივანის, ბ-ნი H.E. Kitack ...   სრულად


2016 წ. 17 მაის ს ქ. თბილისში ჩატარდა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (ტსსმ) განვითარების საკოორდინაციო კომიტეტის მორიგი სხდომა

2016-05-30

სხდომის მონაწილეებმა აღნიშნეს ტსსმ-ს კონკურენტუნარიანობის განვითარების მნიშვნელობა, მარშრუტის როგორც ევრაზიის ერთერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კორიდორის, ჩამოყალიბება. აღნიშნული სტრუქტურის არსებობის (2014 წლის თებერვლიდან) განმავლობაში განხორციელებულია ეფექტური სატარიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებასთან, ტვირთების გადაზიდვის ერთობლივი ტექნოლოგიის დანერგვასთან, საერთო ინტეგრირებული ლოგისტიკური პროდუქტის Nomad Expressშექმნასთან დაკავშირებული მუშაობა, გაშვებულია პირველი საკონტეინერო მატარებლები, შექმნილია საერთაშორისო ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორი. გაიზარდა ტრანსკასპიური კორიდორის მონაწილე ქვეყნების რაოდენობა. დღეს კომიტეტში წარმოდგენილია შვიდი ქვეყნის: ყაზახეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, ს...   სრულად


ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი

2016-02-02

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მონაწილეთა წარმატებული მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით, 2016 წლის 15 იანვარს (ანუ დღეს) სს „უკრაინულმა რკინიგზამ" „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის" და ტსსმ-ს ფარგლებში ორგანიზება გაუწია დემონსტრაციულ საკონტეინერო მატარებელს შემდეგი მარშრუტით: ევროპის ქვეყნები-საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთი-ჩინეთი, საბორნე გადასასვლელებით ილიჩევსკის ნავსადგური-ბათუმის ნავსადგური და ბაქოს ნავსადგური (ალიატ)- აქტაუს ნავსადგური. ბორანი „გეროიტე ნა სევასტოპოლ" დემოსტრაციული საკონტეინერო მატარებლით ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა 2016 წლის 20 იანვარს. ...   სრულად


ქ. კლაიპედაში განხილულ იქნა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (ტსსდ) განვითარების საკითხები

2015-11-30

27 ნოემბერს ქ. კლაიპედაში, მრგვალი მაგიდის ფარგლებში, გაიმართა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის   „ჩინეთი--ევროპა" შესაძლებლობების პრეზენტაცია. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს  ლიტვის, ყაზახეთის, საქართველოს სარკინიგზო ადმინისტრაციების, საზღვაო ადმინისტრაციების და  მსხვილი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებმა, კერძოდ ...   სრულად


ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შესაძლებლობების პრეზენტაციის მიზნით სტარტი მიეცა "Road-show" - ს.

2015-11-24

2015 წ. 07 ნოემბერს ქ. ჩუნცინში შედგა მრგვალი მაგიდა თემაზე - „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარება". შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სარკინიგზო გზების, საზღვაო ადმინისტრაციების და ყაზახეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებმა.      ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (ტსსმ) - ...   სრულად


ქ. კიევში განხილულ იქნა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკითხები

2015-11-24

ა/წ 16 ნოემბერს ქ. კიევში მრგვალი მაგიდის ფარგლებში  ჩატარდა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო   მარშრუტის  ჩინეთი-ევროპა შესაძლებლობების პრეზენტაცია. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს  უკრაინის და ყაზახეთის რკინიგზის ადმინისტრაციების, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს მსხვილი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ოპერატორების და საზღვაო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკითხებთან  დაკავშირებით მრგვალი მაგიდის მუშაობაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა უკრაინაში ზ.ტურისბეკოვმა, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილ...   სრულად


ქ. სტამბულში განხილულ იქნა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შესაძლებლობები და პერსპექტივები

2015-11-24

2015 წლის 19 ნოემბერს ქ. სტამბულში (თურქეთი) ჩატარებული  ყოველწლიური საერთაშორისო  სატრანსპორტო-ლოგისტიკური გამოფენის «Logitrans» ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს და  თურქულენოვან  სახელმწიფოთა თანამშრომლობის  საბჭოს მხარდაჭერით, მრგვალი მაგიდის ფორმატში, გაიმართა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის   „ჩინეთი-თურქეთი-ევროპა" შესაძლებლობების და პერსპექტივების პრეზენტაცია. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს  ტურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს, სარკინიგზო და საზღვაო ადმინისტრაციების,  თურქეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და ლიტვის მსხვილ...   სრულად


ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკოორდინაციო კომიტეტის სხდომა

2015-10-27

დსს „აზერბაიჯანის რკინიგზები"-ს 135 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში 2015 წლის 12-13 ოქტომბერს ქ. ბაქოში ჩატარდა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკოორდინაციო კომიტეტის სხდომა. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკოორდინაციო კომიტეტის სხდომის მსვლელობისას, მხარეებმა დაამტკიცეს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მიმართულებით საკონტეინერო მატარებლის «Nomad Express» ორგანიზაციაზე საკომპლექსო განაკვეთები, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მიმართულებით საკონტეინერო მატარებლის «Nomad Express» მიმოსვლის შესახებ სატრანსპორტო კომპანიებს შორის ურთიერთობის ტექნოლოგია, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის მონაწილეობით პირდაპირ სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლაში, აგრეთვე შეთანხმებულ იქნა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მიმართ...   სრულად


ევროაზიური ტრანსკონტინენტალური დერეფნი

2015-09-25

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის 5 რეფორმის რეალიზაციის 100 კონკრეტული ნაბიჯის ფარგლებში, კერძოდ, საერთაშორისო სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ნაკადებში ყაზახეთის ინტეგრირება შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა" «KTZE – Khorgos Gateway»-თან (ყაზახეთი) ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის „ევროაზიური ტრანსკონტინენტალური დერეფნი" შექმნასთან დაკავშირებით პროექტის გაშვებით შესაძლებელი გახდება ტვირთების დაუბრკოლებელი ტრანზიტი აზიიდან ევროპის მიმართულებით. სატრანსპორტო დერეფანი გაივლის: პირველი მიმართულება- ყაზახეთის ტერიტორიის და რუსეთის ფედერაციის გავლით და შემდეგ ევროპაში. მეორე მიმართულება - ყაზახეთის ტერიტორიის გავლით ხორგოსიდან აქტაუს ნავსადგურამდე, შემდეგ კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანში, ხოლო შემდეგ საქართველოს გავლით ევროპაში. ...   სრულად


გაფორმდა მემორანდუმი ბათუმის და დუბლინის ნავსადგურებს შორის

2015-08-10

7 აგვისტოს ბათუმში სასტუმრო შერატონში ხელი მოეწერა მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ ბათუმის და დუბლინის ნავსადგურებს შორის, ბათუმის მერიასთან პარტნიორობით. მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს დაინტერესებულ მხარეთა შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებას. ირლანდიის დელეგაციის სამდღიანი ვიზიტის შედეგად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩატარდა კონფერენცია, სადაც მხარეებმა წარმოადგინეს თავისი პრეზენტაციები და ერთმანეთს გააცნეს თავიანთი სამომავლო გეგმები. რის შემდეგადაც საზეიმო ატმოსფეროში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. ...   სრულად


ინფორმაციული შეტყობინება «Batumi Terminals limited»-ის აქტივებიდან ყადაღის მოხსნის შესახებ

2015-07-27

2015 წლის 12 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი"-ს და უცხოური ქვეყნის საწარმო «Vibro Diagnostik»-ის ფილიალს შორის 2015 წლის 23 აპრილის მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ. 2015 წლის 13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება ერთის მხრივ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი"-ს, კომპანია«Batumi Terminals Limited», კომპანია «Petrotrans Limited»-ს და მეორეს მხრივ უცხოური ქვეყნის საწარმო «Vibro Diagnostik»-ის ფილიალის, აგრეთვე კომპანია «Libra Trading FZC» შორის ...   სრულად


ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გადაზიდვების განვითარების კოორდინაციული კომიტეტი

2015-07-27

2015 წლის 24 ივლისს ქ. ბათუმში ჩატარებული ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გადაზიდვების განვითარების კოორდინაციული კომიტეტის სხდომის ფარგლებში, შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა" ხელი მოაწერა შემდეგ მემორანდუმებს და ოქმებს: 1.შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურსა" და დსს „აზერბაიჯანის რკინიგზა"-ს შორის სამუშაო შეხვედრის ოქმი. 2.შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის"და სს ნკ „აქტაუს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის" და დსს „ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის" თანამშრომლობის მემორანდუმი. 3.შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის"და სს „საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლობის მემორანდუმი. 4.შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის"და სს «KTZ Express» თანამშრომლობის მემორანდუმი. ...   სრულად


ტვირთების გადაზიდვა

2015-07-27

2015 წლის 26 ივლისს შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა" დაამუშავა ტვირთი- სპირალური მილების პირველი პარტია, საერთო წონით 188,5 ტონა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ნავსადგურებში მსგავსი სახეობის ტვირთის- 31,5 ტონიანი, 32 მ. სიგრძის სპირალური მილების დამუშავების.სპირალური მილების დამუშავების დასრულების შემდეგ, ნავსადგურმა მიიღო წერილი, რომელშიც ტვირთმფლობელი გამოთქვამს მადლობას აღნიშნულთან დაკავშირებით. ...   სრულად


ფინანსური დახმარება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად

2015-07-27

შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა" ქ. თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გამოყო 100000 (ასი ათასი) ლარი და გადარიცხა აღნიშნული თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად განკუთვნილ სახელმწიფო ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე. ...   სრულად


2015 წლის 6 თვის შედეგები

2015-07-27

2015 წლის 1 ნახევრის შედეგებით ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მშრალი ტვირთების ბრუნვამ შეადგინა 516 196 ტონა, რაც 18 977 ტონით ნაკლებია გეგმიურ მაჩვენებელზე. გეგმის შესრულება შეადგენს 96 % და იგი 0,5 % ნაკლებია წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ნავთობ და ნავთობპროდუქტების ტვირთბრუნვამ შეადგინა 1 984 588 ტონა, რაც 134% აღემატება დაგეგმილ მოცულობებს და 11% ნაკლებია შარშანდელი ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2015 წლის 6 თვის შედეგებით გადატვირთულია 259 გემი. ...   სრულად


«ბათუმის ნავსადგურიდან სტარტს იღებს უნიკალური უვიზო კრუიზი შავ ზღვაზე»

2014-12-08

 კომპანია Paradise Cruise and Ferry ხსნის ახალ საკრუიზო ხაზს ბათუმი-სოჭი-სტამბული-ბათუმის მარშრუტით. უნიკალური უვიზო კრუიზი იძლევა შავ ზღვაზე მოგზაურობის განხორციელების საშუალებას, დოკუმენტების გაფორმებასთან დაკავშირებული ზედმეტი სირთულეების გარეშე . პირველი  რეისი დაგეგმილია 24 დეკემბერს. ხაზზე იმუშავებს საკრუიზო ლაინერი „იზაბელა 1". კრუიზი სტარტს იღებს ბათუმიდან. ბილეთის შეძენა და მოგზაურობაში ჩართვა შესაძლებელია მარშრუტის ნებისმიერი წერტილიდან.    Paradise Cruise and Ferry ვიცე-პრეზიდენტის იგორ გლუხოვის სიტყვებით, გასულ წელს ლაინერმა გაირა სერიოზული მოდერნიზაცია: აშენებეულია ახალი კაიუტები აივნებით, გააუმჯობესებულია საერთო სარგებლობის ფართები. ლაინერის ბორტზე სხვადასხვა კატეგორიის 300-ზე მეტი კაიუტაა განლაგებული, სადაც თავისუფლად განთავსდება დაახლოებით 850 ადამიანი.  აღნიშნულის გარდა, ლაინერი სთავაზობს სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვის სერვისს. ფარეხის მაქსიმალური ტევადობაა - 350 ავტომობილი. ყოველ ნავსადგურში დაგეგმილია 8-9 საათიანი გაჩერება, რათა ტურისტე...   სრულად


ახალმა საბორნე ხაზმა დააკავშირა უკრაინა, რუმინეთი და საქართველო.

2014-10-15

ოდესის სანაოსნო კომპანიამ „უკრფერი" (უკრაინა) 2014 წლის 15 ოქტომბრიდან გახსნა რეგულარული საავტომობილო-სარკინიგზო ხაზი ილიჩევსკი (უკრაინა)- კონსტანცა (რუმინეთი)-ბათუმი (საქართველო). როგორც კომპანიის პრეს-სამსახური იტყობინება, ხაზს ემსახურება ბორანი „გრეიფსვალდი", რომელიც ილიჩევსკიდან გაემგზავრება კვირაში ერთხელ. საავტომობილო-სარკინიგზო/სამგზავრო ბორანი „გრეიფსვალდი" (სიგრძე 190 მ-ზე მეტი, სიგანე 28 მ ) აგებულია გერმანული ლოიდის კლასიფიკაციის ზედამხედველობის ქვეშ. გემს გააჩნია მსოფლიოში ყველაზე დიდი გემის გინესის რეკორდების წიგნის სერთიფიკატი, სავტომობილო-სარკინიგზო სამგზავრო ბორანთა კატეგორიაში. ორ სატვირთო გემბანს შეუძლია ერთდროულად მიიღოს ბორტზე 50 უნივერსალური სარკინიგზო ვაგონი და 50 დიდი ТIR-ის ...   სრულად


ბსნ-ს მონაწილეობა ღონისძიებაში „ნავსადგურ კონსტანცას დღე“ ქ. კრემსში (ავსტრია)

2014-10-09

2014 წლის 9 ოქტომბერს ქ. კრემსში (ავსტრია) მეცხრედ ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „ნავსადგურ კონსტანცას დღე". მოცემულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 200 მეტმა დელეგატმა 14 ქვეყნიდან, რომლებიც წარმოადგენდნენ კომპანიებს ნაოსნობის, ლოგისტიკის, ნავსადგურის დარგებისა და ექსპედიტორობის სფეროებში. ღონისძიება მიმართულია კონსტანცას ნავსადგურის წინსვლაზე, ბიზნესისათვის საჭირო შესაძლებლობების განსაზღვრაზე და დუნაიზე და შავ ზღვაზე ტვირთნაკადების მოზიდვაზე, აგრეთვე ახალი კონტაქტებისა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაზე ამ მიმართულებებით. ბათუმის ნავსადგურმა, თავისი დირექტორის ბ-ნ მირიან ქათამაძისა და დირექტორის მოადგილის ოპერაციულ და ლოგისტიკური მუშაობის დარგში ბ-ნ ილია ცივაძის სახით მეორედ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში (პირველად 2013 წელს). ბსნ-ს პრეზენტაციის დროს ბ-ნმა ილია ცივაძემ აღნიშნა რუმინეთისა და საქართველოს მთა...   სრულად


საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია BASPA

2014-09-08

2014 წლის 08 სექტემბრეს ქალაქ ბათუმში ჩატარდა მორიგი შავი და აზოვის ძღვების ასოციაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია (BASPA). ბათუმის საზღვაო ნავსადგური უკვე მესამედ გამოვიდა აღნიშნული ავტორიტეტული ღონისძიების მიმღებ მხარედ (პირველად 2006 წელს) რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უკრაინის, საქართველოს, ბულგარეთის და თურქეთის ნავსადგურებისა და სხვა საწარმოების და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. კონფერენცია გახსნა შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა ბ-მა მირიან ქათამაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მონაწილეებს დასწრებისთვის და აღნიშნა საქართველოსა და ბათუმის ნავსადგურის მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის რეგიონის სატრანსპორტო კომუნიკაციების საერთო სისტემაში. კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმა BASPA-ს საპატიო პრეზიდენტმა-ბ-მა ჯემალ ინაიშვილმა. BASPA-ს ასოციაციის პრეზიდენტად მომდევნო 2 წლის ვადით არჩეულ იქნა „ილიჩევსკის საზღვაო სატვირთო ნავსადგ...   სრულად


ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ნავმისადგომთან დადგა ნავსადგურის ისტორიაში უდიდესი საკრუიზო ლაინერი.

2014-06-24

24 ივნისს დილით ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა სამგზავრო თბომავალი„RIVIERA”, რომელიც უნიკალურია ბათუმის საზღვაო ნავსადგურისათვის თავისი ზომის გამო. ლაინერის სიგრძე შეადგენს 239,3 მ-ს, სიგანე - 32,2 მ, ბორტის სიმაღლე - 13,27 მ. ლაინერის ბორტზე იმყოფება 1166 მგზავრი, რომლებიც უმთავრესად აშშ-სა და ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. გემი შემოვიდა ნავსადგურ კონსტანცადან (რუმინეთი) და დღეს 22.00 იგეგმება მისი გასვლა ტრაბზონის (თურქეთი) მიმართულებით. ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელობა მჭიდროდ თანამშრომლობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან და ყოველგვარად უწყობს ხელს რეგიონში მსგავსი საკრუიზო ლაინერების მოზიდვას. ასეთი დონის გემის შემოსვლა კიდევ ერთხელ ამტკიცებს ქ. ბათუმისა და შესაბამისად ბათუმის საზღვაო ნავსადგურის სტატუსს, როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტულ მ...   სრულად


ბსნ-ს მშრალი ტვირთების ტერმინალმა მიიღო ნავსადგურის ინსტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი გემი

2014-06-23

229მ. სიგრძის, 36.8მ. სიგანის,87146ტონა დედვეიტის მქონე მშრალტვირთმზიდი"SOYA MAY"ტვირთით 26000 ტონა სოიო, დადგა ბათუმის ნავსადგურის მშრალი ტვირთების ნავმისადგომთან. ეს არის ერთ-ერი უმსხვილესი გემი, რომელიც ოდესმე შემოსულა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში. სოიოს გადმოტვირთვა განხორციელდება #7 ნავმისადგომზე და შემდგომში მოხდება ტვირთის ტრანსპორტირება რკინიგზის მეშვეობით აზერბაიჯანის მიმართულებით. ბნს-ს ხელმძღვალენობის განცხადებით, ეს მოვლენა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მნიშვნელობას, როგორც საქართველოს ყველზე დიდი სიღრმეების მქონე ნავსადგურს, საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორით „TRA...   სრულად


დსს „ სამხრეთ-კავკასიის რკინიგზა“-ში განიხილეს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გავლით სომხური ტვირთების გადაზიდვის პერსპექტივები.

2014-05-26

ერევანი, 26 მაისი. ბათუმის საზღვაო ნავსადგურის, დსს „ სამხრეთ-კავკასიის რკინიგზის"და რიგი სომხური მოწინავე საექსპედიტორო კომპანიების წარმომადგენლებმა ერევანში განიხილეს ბათუმის ნავსადგურის გავლით სომხეთის მიმართულებით ტვირთების ნაკადის გაზრდისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. სხდომაში მონაწილეობდნენ ისეთი საექსპედიტორო კომპანიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, როგორიცაა „აპავენ", „ვესტტრანსი", „ტრანს ლოჯისტიკ კოკსის", „მეტექსიმი", „მობტრანსი". ბათუმის საზღვაო ნავსადგურის წარმომადგენლებმა- დირექტორის მოადგილემ ოპერაციულ და ლოგისტიკურ საქმიანობაში ილია ცივაძემ და საგარეო ურთიერთობათა მენეჯერმა რამაზ გიორგაძემ გააცნეს სომხურ ექსპედიტორებს ნავსადგურის შესაძლებლობები, მისი ტვირთბრუნვის გაზრდის პერსპექივები, განაცხადეს რა, რომ ნავსადგური მზადაა წარმოუდგინოს თავის სომხურ კლიენტებს თანამშრომლობის უფრო ხელსაყრელ...   სრულად


ბათუმის ნავსადგურის 2013 წლის მაჩვენებლები

2014-01-03

2013 წლის ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მუშაობის შედეგების მიხედვით, მშრალი ტვირთების ტვირთბრუნვამ შეადგინა 1 717 303 ტ., რაც 9%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით და 5%-ით ნაკლებია 2013 წლის დაგეგმილ მოცულობაზე. ნავსადგურის მშრალი ტვირთების გადაზიდვის სალიდერო ადგილი უჭირავს შაქრის ნედლეულს - 528 064 ტ. (31 %), მადნის ნაყარ ტვირთებს - 505 276 ტ. (29 %) და ამონიუმის გვარჯილას - 268 813 (16%), სადაც შაქრის ნედლეულზე შეიმჩნევა გეგმის 26 %-ით გადაჭარბება, მადნის ნაყარ ტვირთებზე გეგმიდან 8%-ით ჩამორჩენა და ამონიუმის გვარჯილაზე 23%-...   სრულად


ბსნ-ში აშშ სამხედრო საზღვაო ფლოტის გემი

2013-11-11

11 ნოემრებს ბათუმის საზღვაო ნავსადგურს გეგმიური ვიზიტით ეწვია აშშ საზღვაო ფლოტის გემი „მაუნტ უიტნი". აღნიშნული გემი საქართველოში უკვე მეორედ შემოდის. პირველად ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მისი ვიზიტი შედგა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და მაშინ ჩამოიტანა ჰუმანიტარული ტვირთი. ამჟამინდელი ვიზიტი- საქართველოსა და აშშ შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღიარებაა, რომელიც ახალი მთავრობის პირობებში კიდევ უფრო გამყარდა. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა შავი ზღვის ქვეყნებთან გლობალური და საზღვაო პარტნიორობის გამყარებისა და საზღვაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სანაპირო დაცვასთან კომბინირებული სწავლებების ჩატარება. გემს ეწვია აშშ ელჩი საქართველოში- ბ-ნი რიჩარდი ნორლანდი, თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკ მეტ დიმიკი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბ-ნი არჩილ ხაბაძე. 12 ნოემბერს სანაპირო დაცვის და ამერიკული მხარის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ერთობლივი სწავლება...   სრულად


შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ აღნიშნავს 135 წლის იუბილეს

2013-09-20

დღეს, 20 სექტემბერს, ბათუმის საზღვაო ნავსადგური, რეგიონის უმსხვილესი საწარმო, აღნიშნავს დაარსებიდან 135 წლის იუბილეს. ბსნ ისტორიულად წარმოადგენს კავკასიის რეგიონის ლოგისტიკურ ცენტრს და ევროპის სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ კვანძს. ის იყო პირველი ნავსადგური, რომლის წყალობითაც საქართველომ მოიპოვა სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია და დღეს ნავსადგურს აქვს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონის, ასევე სრულიად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ნავსადგურის ხელმძღვანელობისა და მაღალკვალიფიცირებული პერსონალის დამსახურებით, ბსნ -ს სამართლიანად აქვს მოპოვებული ერთერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის სტატუსი, რასაც ადასტურებენ განვითარებადი ინფრასტრუქტურა და ბოლო წლების განმავლობაში საწარმოო პროგრამის შესრულების რეკორდული მაჩვენებლები. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მაღალი დონე და ვაპირებთ არა მარტო მის შენარჩუნებას, არამედ მის განვითარებას ულევი საწარმოო შესაძლებლობებისა და მიზანმიმართული აქტიური მუშაობის წყალობით. ნავსადგურის ადმინისტრაცია ულოცავს თავის კოლექტივს ამ ღირშესან...   სრულად


შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ წარმატებით გაიარა OHSAS18001:2007 -ს სერტიფიცირება

2013-06-13

2013 წლის 10 ივნისიდან 12 ივნისამდე შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში" ჩატარდა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის (ISO 9001:2008) და გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის (ISO 14001:2004) საზედამხედველო აუდიტი, ასევე სასერტიფიკაციო აუდიტი, ახალი სტანდარტის - OHSAS 18001:2007-ს ( შრომის დაცვის მენეჯმენტის სისტემა) მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. აუდიტი ჩატარდა სერტიფიცირების საერთაშორისო ორგანო „ბიურო ვერიტას სერტიფიქეიშენ"-ის დამოუკიდებელი აუდიტორების ჯგუფის მიერ. აუდიტის შედეგების მიხედვით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ხარისხის მენეჯმენტის სისტემის (ISO9001) და გარემოს დაცვის მენეჯმ...   სრულად


გამოფენა „სატრანსპორტო ლოგისტიკა 2013“

2013-06-08

2013 წლის 04 -07 ივნსს ქალაქ მიუნხენში (გერმანია) გაიმართა წამყვანი საერთაშორისო გამოფენა „სატრანსპორტო ლოგისტიკა", რომელშიც ბსნ-ის წარმომადგენლებმა პირველად მიიღეს აქტიური მონაწილეობა. აღნიშნული გამოფენა გახდა ყველაზე მსხვილი მისი არსებობის ისტორიის განმავლობაში და მოიზიდა ექსპონენტებისა და მნახველების უდიდესი რაოდენობა. 2013 წლის გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 2 013–მა ექსპონენტმა 63 ქვეყნიდან და დაახლოებით 53 000-მა ვიზიტორმა. გამოფენის გახსნის ცერემონიალის დამსახურებული სტუმრები იყვნენ გერმანიის ტრანსპორტის, მშენებლობისა და საქალაქო განვითარების მინისტრი ბ-ნი პეტერ რამზაუერი, BVL e.V. ლოგისტიკის ფედერალური კავშირის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი - დოქტორ-ინჟინერი თომას ვიმერი, რუსეთის ფედერაციის...   სრულად


ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვია სამხრეთ კორეის დელეგაცია

2013-02-09

საქართველოს საზღვაო პოტენციალის გასაცნობად ბათუმში იმყოფებოდა სამხრეთ კორეის სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის სამინისტროს დელეგაცია, რომელიც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად 2013 წლის 08 თებერვალს ეწვია ბათუმის საზღვაო ნავსადგურს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს წარედგინათ ბსნ-ის პრეზენტაცია, რის შემდეგადაც ჩატარდა ექსკურსია ნავსადგურის მშრალი ტვირთის ტერმინალის ტერიტორიაზე. ვიზიტის დამთავრებისას მხარეებმა ერთმანეთს გადასცეს საჩუქრები. მომავალში დაგეგმილია საქართველოს და სამხრეთ კორეის შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადება. ...   სრულად


ბათუმის საზღვაო ნავსადგურს (ბსნ) და ბათუმის ნავთობ ტერმინალს (ბნტ) ეწვია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

2013-02-04

2013 წლის 04 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - ა. ხაბაძე, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვია ბათუმის საზღვაო ნავსადგურს და ბათუმის ნავთობ ტერმინალს. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა კომპანიების საქმიანობის გაცნობა, აგრეთვე ტვირთნაკადების გაზრდისა და მოზიდვის გეგმების, ინვესტირების მოცულობის გაზრდის და სოციალური მხარდაჭერის პროგრამების განვითარების განხილვა. ვიზიტის ფარგლებში ბ-მა ა. ხაბაძემ დაათვალიერა მშრალი ტვირთის ტერიტორია და ნავთობის ნავმისადგომები, მიიღო დეტალური ინფორმაცია მიმდინარე პროექტებზე, გაეცნო თანამშრომელთა მუშაობის პირობებს და პირადად გაესაუბრა ნავსადგურისა და ტერმინალის პერსონალს. აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარემ მისცა მაღალი შეფასება კომპანიის ახალ ხელმძღვანელობას და ბათუმის საზღვაო ნავსადგურისა და ბათუმის ნავთობ ტერმინალის მუშაობას და აღნიშნა მოცემული ობიექტების სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც რეგიონისთვის, ასევე სრულიად საქართველოსთვის....   სრულად


ნაციონალურმა საზღვაო-სანაოსნო კომპანია "კაზმორფლოტ"-მა და "ბათუმი ინდასთრიალ ჰოლდინგ"-მა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს

2013-01-23

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ნ.ნაზარბაევის 2013 წლის 23 იანვრის დადგენილების თანახმად, აქტაუ-ბაქო-ბათუმის მიმართულებით ტვირთნაკადების გაზრდასთან და პარტნიორული ურთიერთობის განვითარებასა და თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ნაციონალურმა საზღვაო-სანაოსნო კომპანია "კაზმორფლოტ"-მა და "ბათუმი ინდასთრიალ ჰოლდინგ"-მა, რომლის შემადგენლობაში შედის "ბათუმის ნავთობტერმინალი", "ბათუმის საზღვაო ნავსადგური" და "პეტროტრანსი",დღეს ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ აქტაუ-ბაქო-ბათუმის მიმართულებით ყაზახეთის ტერიტორიიდან ექსპორტირებული ტვირთნაკადების, მათ შორის ტრანზიტული ტვირთების და შავი ზღვიდან საპირისპირო მიმართულებით იმპორტირებული ტვირთების უზრუნველსაყოფად. ყაზახეთის პრეზიდენტის დადგენილების თანახმად, კომპანიები გააფართოვებენ გენიალური ტვირთების დამუშავების სატრანსპორტო მომსახურება და განავითარებენ საზღვაო საბორნე კავშირებს. ფაქტ...   სრულად


2012 წლის ტვირთბრუნვის რეკორდული მაჩვენებლები

2013-01-03

2012 წლის ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მუშაობის შედეგების მიხედვით,მშრალი ტვირთების ტვირთბრუნვამ შეადგინა1 577 393,69 ტ., რაც 77 393,70 ტონით (5,16%) მეტია დაგეგმილ მოცულობაზე და 3,93% მეტია გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით. ნავსადგურის მშრალი ტვირთების გადაზიდვის სალიდერო ადგილები ძველებურად უჭირავსშაქრის ნედლეულს (30,15 %) და ამონიუმის გვარჯილას (21,78 %), სადაც შეიმჩნევა გეგმის გადაჭარბება 13,73%-ით და 22,27% -ით შესაბამისად. გეგმის დიდი გასწრება მოხდა ასევე მარცვლეულ ტვირთზე - 13 474,34 ტონით (12,62%). ...   სრულად


გამოფენა «LOGITRANS 2012”-ში მონაწილეობა

2012-11-18

2012 წლის 15-17 ნოემბერს, სტამბულის ექსპოცენტრის საგამოფენო კომპლექსში შედგა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მეექვსე საერთაშორისო გამოფენა "Logitrans 2011”, რომელშიც ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული გამოფენის ფარგლებში ბსნ-ის წარმომადგენლები ეწვიენ ფორუმს „მომარაგების სისტემა" და გაეცნენ მომარაგების სისტემის მართვის ახალ ტენდენციებს. აღნიშნული გამოფენა არის ერთერთი წამყვანი ღონისძიება სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინდუსტრიაში და ყოველწლიურად იზიდავს ექსპონენტების დიდ რაოდენობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ამჯერად «Lოგიტრანს 2012» -ის კომპანია-ექსპონენტების რაოდენობა შეადგენდა 200 კომპანიას მსოფლიოს 15 ქვეყნიდან. პირევლად აღნიშნული გამოფენა მასპინძლობდა კომპანიებს ინდოეთიდან, იორდანიიდან, სლოვენიიდან და ახალი ზელანდიიდან. ექსპონენტების ძირითად პროცენტს შეადგენდა ლოგისტიკური და ექსპედიტორული კომპანიები, საზღვაო ნავსადგურები და ნავს...   სრულად


მინი-ფეხბურთის ტურნირში გამარჯვება

2012-11-13

2012 წლის 12 ნოემბერს დასრულდა მინი-ფეხბურთის ტურნირი ქ. ბათუმის პირველობაზე, რომელიც დაიწყო 04 ნოემბერს. ტურნირი მიმდინარეობდა ქ. ბათუმში, აღმაშენელის 113/ა მდებარე მოედანზე. აღნიშნულ ტურნირში შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის" და შპს „ბათუმის ნავთობ ტერმინალის" გაერთიანებული გუნდი მონაწილეობდა, სადაც ფინალში შეხვდენენ „წყალკანალის" გუნდს. მატჩი დასრულდა ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 2:1. ვულუცავთ ჩვენი გუნდის სრულ შემადგელობას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს! ...   სრულად


გამოფენა „ტრანზიტ ყაზახეთი 2012“

2012-09-22

2012 წლის 19-21 სექტემბერს ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ალმატიში საგამოფენო კომპლექს „ატაკენტ"- ში შედგა ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მორიგი საერთაშორისო გამოფენა „ტრანზიტ ყაზახეთი 2012". აღნიშნული გამოფენა არის უდიდესი მოვლენა ცენტრალური აზიის რეგიონის სატრანსპორტო ინდუსტრიაში და ყოველწლიურად იზიდავს 11-14 სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტ ექსპონენტს. აღნიშნულ გამოფენაში ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა უკვე მეორედ მიიღო აქტიური მონაწილეობა (პირველად 2011 წელს) და მისი წარმომადგენლები, როგორც მსმენელები დაესწრნენ მრგვალ მაგიდას თემაზე „ყაზახეთი- ახალი აბრეშუმის გზა" , რომელიც ტარდება გამოფენის ფარგლებში საზეიმო სახლში „ბახჩისარაი". გამოფენის ჩატარებისას დამყარებული იქნა რიგას, ვენტსპილსის და აქტაუს ნავსადგურების მარკეტინგის განყოფილებებთან. უახლოეს ხანებში იგეგმება თანამშრომლობის დაწყება ყველა ზემოთხსენებული ნავსადგურის მარკეტინგის განყოფილებებს შორის გამოცდილების გაზიარების კუთხით...   სრულად


საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია BASPA

2012-09-01

2012 წლის 29-31 აგვისტოს ქალაქ ბათუმში ჩატარდა მორიგი შავი და აზოვის ზღვების ასოციაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია (BASPA). ბათუმის საზღვაო ნავსადგური უკვე მეორედ გამოვიდა აღნიშნული ავტორიტეტული ღონისძიების მიმღებ მხარედ (პირველად 2006 წელს) რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უკრაინის, საქართველოს, ბულგარეთის, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთის ნავსადგურის დელეგაციებმა, უკრაინისა და საქართველის ტერმინალების კერძო ოპერატორებმა, საქართველოს საზღვაო და სანავსადგურო ხელისლუფლებამ, ქალაქ ბათუმის ვიცე-მერმა ბ-მა ჯემალ ანანიძემ და საქართველის სავაჭრო-სამრეწველი პალატის მართვის წევრმა- ბ-მა ჯემალ ინაიშვილმა. BASPA-ს ასოცაციის პრეზიდენტად არცეული იქნა ბურგასის ნავსადგურის აღმასრულებელი დირექტორი- ბატონი დიან დიმოვი. ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, ბ-ნი რონი სააბი, გახდა პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორი-ბატონი ვიაცესლავ ხარტიანი და ოდესის ნავსადგურის უფროსი- ბატო...   სრულად


ბსნ-ის ტვირთბრუნვის რეკორდული მაჩვენებლები

2012-09-01

2012 წლის აგვისტოს თვეში ბსნ-ის ტვირთბრუნვის მაჩვენებლებმა მიაღწიეს რეკორდულ მოცულობას და შეადგინეს მშრალი ტვირთების 207 046 ტონა, რაც არის ყველაზე მაღალი შედეგი ნავსადგურის არსებობის ისტორიის მანძილზე. გამომდინარე აქედან, აგვისტოს თვის საწარმოო პროგრამის გეგმა შესრულდა 58 546 ტონის გადაჭარბებით (70%). ბსნ-ის ძირითადმა ტვორთებმა წარმოადგინეს ზრდის მაქსიმალური მაჩვენებლები. ამგვარად გეგმის გადაჭარბება- შაქრის ნედლეული (91%) და ამონიუმის ნიტრატი (100 %). ზრდა შეინიშნება ასევე პაკეტირებულ ტვირთებზეც (58%). გადაზიდული ტვირთების მიმართულებით ლიდერად რჩება ტრანზიტი (38%). საანგარიშო თვეში ნავსადგურის მიერ გადამუშავდა 66 გემი. ...   სრულად


რეგატა ოდესა-ბათუმი ოდესა

2012-08-12

ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა და ბათუმის ნავთობტერმინალმა „ოდესა-ბათუმი-ოდესა" რეგატის გენერალური სპონსორობა გაწიეს და აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად გამოიყო 11 150 ლარი. ფართომაშტაბიანი რეგატა, რომელიც შედგება 15 იახტისაგან, 21 ივლისს სტარტი აიღო ოდესიდან ბათუმის მიმართულებით. პროფესიონალი იახტსმენები ბათუმში ჩამოვიდნენ 24-27 ივლისს, ხოლო რეგატა დასრულდა 8 აგვისტოს. ამ ასპარეზობაში მონაწილეობა ქართველმა სპორტსმენებმაც მიიღეს. რიგი გათვლების შემდეგ ორგანიზატორებმა რბოლის გამარჯვებულად მიიცნეს უკრაინული იახტა „აგატი". სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართა 11 აგვისტოს საღამოს ქ. ოდესის მთავარ ბულვარში. ...   სრულად


ნავსადგურების-თანამეგობრების შეთანხმება

2012-06-09

2012 წლის 08 ივნისს, ქალაქ ლიეპაიში, ლატვია, ლიეპაის სახელმწიფო სანავსადგურო ხელისუფლების (ლატვია) და შპს „ბათუმისა საზღვაო ნავსადგურს" შორის დაიდო ორმხრივი ნავსადგურების-თანამეგობრების შეთანხმება. ეს შეთანხმება ითვალისწინებს საკრუიზო და სატვირთო ოპერაციების, სტატისტიკური ინფორმაციის, ბაზრის საერთო გამოკვლევის და ბათუმის და ლიეპაის ნავსადგურებს შორის სანავსადგურო ინფრასტრუქტურის საკითხების შესახებ ინფორმაციის და გამოცდილების თავისუფალ გაცვლას. მხარეები შეთანხმდნენ, თავიანთი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, განავითარონ თანამშრომლობა საკრუიზო და Ro-Ro გადაზიდვების, სატვირთო ოპერაციების გაფართოების, ტრანსპორტის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სფეროებში, ინტერმოდალური გადაზიდვების გამარტივების, ორ ნავსადგურს შორის აქტიური სავაჭრო ურთიერთობების ინტენსიფიკაციის და სტატისტიკური ინფორმაციის და გამოცდილების ურთიერთგაცვლის მიზნით. ...   სრულად


გამოფენა „ინტერ-ტრანსპორტი 2012“

2012-06-02

გამოფენა „ინტერ-ტრანსპორტი 2012" 2012 წლის 30 მაისიდან 01 ივნისამდე ოდესის საზღვაო ნავსადგურის საგამოფენო კომპლექსში შედგა ტრანსპორტის და ლოგისტიკის მე-11 საერთაშორისო გამოფენა - „ინტერ-ტრანსპორტი 2012". აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს წამყვან ღონისძიებას შავი ზღვის რეგიონის სწრაფ განვითარებად სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინდუსტრიაში და ყოველწლიურად იზიდავს სხვადასხვა ქვეყნებიდან 100-ზე მეტ ექსპონენტს. ბათუმის საზღვაო ნავსდგურმა უკვე მესამედ (პირველად 2006 წელს) ღებულობს აქტიურ მონაწილეობას აღნიშნულ გამოფენაში, ხოლო ბსნ-ის წარმომადგენლები ტრადიციულად დაესწრნენ გამოფენის ფარგლებში ჩატარებულ BASPA-ს საბჭოს სხდომას. გამოფენის მიმდინარეობისას ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მარკეტინგის განყოფილების წარმომადგენლებმა შეძლეს კონტაქტების დამყარება ფოთის, ოდესის, ქერჩის საზღვაო ნავსადგურების, ასევე საზღვაო ნავსადგურების იუჟნი და...   სრულად


აუდიტი BUREAU VERITAS CERTIFICATION

2012-05-01

შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა" წარმატებით გაიარა გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის განმეორებითი სერტიფიკაცია ISO 14001:2004 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე და პირველი ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საზედამხედველო აუდიტი ISO 9001:2008 საერთაშორისო სატანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ნავსადგურის ინტეგრირებული მენეჯმენტის სისტემის ფარგლებში. აუდიტი ჩატარდა 2012 წლის აპრილში Bureau Veritas Certification სერტიფიცირების საერთაშორისო ორგანოს წამყვანი აუდიტორების მიერ. აუდიტის შედეგების საფუძველზე გამოტანილია დასკვნა, რომ ნავსადგურში შემუშავებულია, დოკუმენტირებულია და მოქმედებს ხარისხის მენეჯმენტის და გარემოს დაცვის ინტეგრირებული სისტემა ISO 9001:2008 и ISO 14001:2004 სტნდარტების მოთხოვნების შესაბამისად. ზამოაღნიშნულის საფუძველზე რეკომენდირებულია სტანდარტი ISO 9001:2008 სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება, ასევე გაცემულია ISO 14001:2004 სტანდარტის ა...   სრულად


შპს “ბათუმის საზღვაო ნავსადგური” შეუერთდა შავი ზღვის საკრუიზო ინდუსტრიის განვითარების ასოციაციას.

2012-03-16

2012 წლის 12 მარტიდან 15 მარტამე, ქ. მაიამიში (აშშ) ჩატარდა უმსხვილესი საკრუიზო გამოფენა «Cruise Shipping Miami 2012», რომელმაც, ტრადიციულად, მოიზიდა საკრუიზო-ტურისტული ბიზნესის უამრავი წარმომადგენელი, კერძოდ მსხვილი საკრუიზო ხაზები და სამგზავრო ნავსადგურები. აღნიშნულ ღონისძიებაში შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური” ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას და სხვა შავი ზღვის ნავსადგურების კოლეგებთან იზიარებდა ერთიან საგამოფენო «Cruise Black Sea»-ის სტენდს. ერთობლივი მონაწილეობის მიზანად დასახული იყო შავი ზღვის რეგიონის, როგორც პრიორიტეტული საკრუიზო მიმართულების წინსვლა. გამოფენის ფარგლებში გაფორმდა და ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს შავი ზღვის საკრუიზო ინდუსტრიის განვითარების ასოციაციის შექმნას. აღნიშნული ასოციაციის წევრები იღებენ ვალდებულებას შეიმუშავონ შავი ზღვის რეგიონის საკრუიზო სფეროს განვითარების ერთიანი სტრატეგია და ეტაპობრივად განახორციელონ ის....   სრულად


ბავშთა საახალწლო ზეიმი ბათუმის ნავსადგურისგან

2011-12-24

24 დეკემბერს ქალაქის ბავშთა ერთერთ გასართობ ცენტრში გაიმართა ტრადიციად ქცეული საახალწლო ზეიმი ბსნ-ს თანამშრომლების და მათი შვბილებისათვის, რომლის ორგანიზატორია ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია. ბსნ-ის ხელმძღვანელობა ყოველწლიურად იცენს ინიციატივას მოაწყოს მსგავსი ღონისძიებები, სადაც ახალი წლის მოლოდინში ბავშვებს ართობენ თოვლის ბაბუა და ცნობილი ზღაპრების პერსონაჟები. ზეიმის პროცესში პატარა მონაწილეებს ელოდათ სასიამოვნო სურპრიზები და გასართობი თამაშები. თრადიციულად ზეიმი დამთავრდა საჩუქრების დარიგებით, რომელთა ღირებულება ასევე გაიღო ნავსადგურის ადმინისტრაციამ. ...   სრულად


ბათუმისა საზღვაო ნავსადგურის პერსონალის აუთსორსინგში გადაცემა

2011-12-15

2011 წლის 15 დეკემბერს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საკონფერენციო დარბაზში შედგა შეხვედრა ნავსადგურის ხელმძღვანელობასა და დაცვის დეპარტმენტის, სასადილოსა და სავოჩმანო სამსახურების წარმომადგენლებს შორის. ბათუმის საზღვაო ნავსადგურს წარმოადგენდნენ კომპანია "Batumi Industrial Holdings"-ის ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი აბაი ტურიკპენბაევი და შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური"-ს გენერალური დირექტორი ბატონი ვიაჩესლავ ხარტიანი. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს აღნიშნული სამსახურების აუთსორსინგში გადაცემის დეტალები. (აუთსორსინგი – ხელშეკრულების საფუძველზე ორგანიზაციის მიერ გარკვეული ბიზნეს-პროცესების ან საწარმოო ფუნქციების შესაბამის სფეროში სპეციალიზირებულ სხვა კომპანიისათვის გადაცემა). კერძოდ, ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მასიური შემცირება არ იგეგმება, საუბარია სავოჩმანო სამსახურის, სასადილოსა და დაცვის სამსახურის (ანუ ბსნ-ის ბიზნესის არაპროფილური სფეროების) 107 თანამშრომლის აუთსორსინგში გადაცემაზე. აღნიშნულ პირებთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა ხდება კანონის სრული დაცვით...   სრულად


სპონსორული დახმარება

2011-12-14

2011 წლის დეკემბერში ბსნ-ის თანამშრომლებისათვისა და გარე ორგანიზაციებისათვის სპონსორულმა დახმარებამ შეადგინა 55 848 ლარი. აღნიშნული სასხრების ძირითადი ნაწილი განაწილდა შემდეგნაირად: • (ა)იპ აჭარის ოლიმპიური კომიტეტს გაეწია სპონსორული დახმარება 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. • სპონსორული დახმარება გაეწია 186 ნავსადგურის პენსიონს, მათ შორის ვეტერანებს, რაც ჯამში შეადგინა 23 250 ლარი; • მახინჯაურის, ურეხის უპატრონო ბავშთა სახლის ბავშვებისათვის, ასევე ფერიის გიმნაზია-პანსიონატისათვის და დაქვეითებული სმენის ბავშვების რეაბილიტაციის და ადაპტაციის ცენტრისათვის საახალწლო საჩუქრების შეძენა, საერთო თანხით - 6 852 ლარი; • წმინდა ეკატერინე წამებულის სათნოების სახლისათვის სპონსორული დახმარების გაწევა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ბათუმის საზღვაო ნავსადგური ტრადიციულად უწევს ამგვარ სპონსორულ დახმარებას საშობაო დღესასწაულების და ახალი წლის წინ. ...   სრულად


ახალი ტანკერების პრეზენტაცია

2011-12-09

მიმდინარე წლის 09 დეკემბერს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ჩატარდა ღონისძიება კომპანია "კაზმორტრანსფლოტი”-ს მიერ ორი მსხვილტონაჟიანი ტანკერის შეძენასთან დაკავშირებით.ტანკერ "ალტაი”, რომლის სიგრძეა 248 მ. და სიგანე - 43 მ., დადგა სამგზავრო ნავმისადგომთან, სადაც შედგა საზეიმო ცერემონია კომპანია "ყაზმუნაიგაზ”-ის, "კაზმორტრანსფლოტი”-ს და "ყაზტრანსოილი”-ს მაღალჩინოსნური პირების მონაწილეობით. ტანკერების შეძენა ხორციელდება სს "ნკ"ყაზმუნაიგაზ”-ის განვითარების ხანგრძლივი სტრატეგიის რეალიზაციის ზომების ფარგლებში და სს "ფნბ "სამრუკ-კაზინა”-ს მხარდაჭერით. "კაზმორტრანსფლოტი”-ს მიზანია მიიღოს შემდგომი მონაწილეობა ნავთობის ტრანსპორტირებაში არა მხოლოდ კასპიის ზღვაში, არამედ ღია ზღვებშიც. ...   სრულად


მონაწილეობა «TRANSIT-TRANS KAZAKHSTAN 2011»- ში

2011-11-13

2011 წლის 10-12 ნოემბრის პერიოდში, შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა” პირველად მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენა «Transit-Trans Kazakhstan 2011»- ში, რომელიც წელს გაიმართა ქ. ასტანაში. აღნიშნული გამოფენა სწაფადგანვითარებადი სატრანსპორტო - ლოგისტიკური სფეროს წამყვანი ღონისძიებაა და ყოველწლიურად ის იზიდავს სხვადასხვა ქვეყნების ექსპონენტების დიდ რაოდენობას.ამ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 65-დე ორგანიზაცია და კომპანია. გამოფენის პარალელურად, "დამოუკიდებლობის სასახლეში” ტარდებოდა "აბრეშუმის გზის” სამიტი, რამაც დამატებით მოიწვია ვიზიტორები. გამოფენის დროს ბსნ-ის სტენდი გამოირჩეოდა მაღალი აქტიურობით და ინტერესით როგორც ექსპონენტების ასევე ვიზიტორების მხრიდან. განსაკუთრებული ყურადღება ექსპოზიციამ გამოწვია ყაზახურ კომპანია-ექსპედიტორების მხრიდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მშრალი ტვირთებისა და ნავთობპროდუქტების ტრანზიტით საქართველოს გავლით....   სრულად


მოგება ფეხბურთის ჩემპიონატში

2011-09-09

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის და ბათუმის ნავთობტერმინალის გაერთიანებული საფეხბურთო გუნდმა მონაწილეობა მიიღო სს "ყაზტრანსოილ”-ის ყოველწლიურ სპარტაკიადაში, რომელიც ჩატარდა წელს 06 სექნტემბრიდან 08 სექტემბრამდე ქალაქ პავლოდარში (ყაზახეთი). სპარტაკიადის შედეგების მიხედვით: ბათუმის საზღვაო ნავსადგურის და ბათუმის ნავთობტერმინალის გაერთიანებული საფეხბურთო გუნდი 5 საფეხბურთო მატჩის მოგების შედეგად გავიდა 1 ადგილზე. საფეხბურთო გუნდის შემადგენლობა: ბსნ – ნ. ტურიპენბაევი, დ. ვერულიძე, გ. ლორია, ს. დუმბაძე, ნ. გოგუაძე ბნტ – შ. გაგუა, მ. ბეჟანეიშვილი, ზ. ურუშაძე, ზ. სამნიძე, თ. აბაშიძე საფეხბურთო ტურნირის საუკეთესო...   სრულად


ბორანი ილიჩევსკი-ბათუმის მიმართულებით განახორციელებს ავტოტურისტების გადაზიდვას

2011-08-02

ამჟამინდელი სეზონისათვის საქართველოსა და უკრაინას შორის საბორნე კონვეერს შემოაქვს მრავალფეროვნება ტურისტების მომსახურებაში. ამიერიდან სატვირთო-სამგზავრო ლაინერი "გრეიფსვალდი” ილიჩევსკი-ბათუმი-ილიჩევსკის ხაზზე თავის ბორტზე მიიღებს ავტომოგზაურებს. აღნიშნული ინფორმაცია გაჟღერილ იქნა სანაოსნო კომპანია "UKRFERRY”-ს წარმომადგენლების მიერ, ქ. ბათუმში საერთაშორისო გამოფენის "ექსპო ტურიზმი 2011”-ს გახსნის დროს - იუწყება "უკრინფორმი”. გარდა ამისა, აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის თქმით, დღეს უკვე არის იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეულ წილად განხორციელდეს ორმხრივი ტურიზმის განვითარების ინტენსიფიცირება. როგორც უკრაინის გემთფლობელთა ასოციაციის პრეს-მდივანმა ალექსანდრე ფიოდოროვმა აღნიშნა, საბორნე გადასასვლელი აკეთებს სატრანსპორტო განშტოებების უკმარისობის კონპენსირებას. ...   სრულად


სიახლეები საკონტეინერო ტერმინალიდან

2011-08-01

შავი ზღვის ქვეყნების საკონტეინერო ტერმინალების ოპერატორების რეიტინგის შედეგების მიხედვით, რომელიც ჩატარდა "უკრაინის ნავსადგურები” და "Black Sea Trans” გამომცემლობის მიერ, 2010 წელში ტვირთბრუნვის განვითარების ტემპების მიხედვით ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი მესამე ადგილზეა. "შავი ზღვის საკონტეინერო სამიტის” ჩატარების დროს ტერმინალი დაჯილდოვდება სამახსოვრო ნიშნით "Award of recognition”. ასევე ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი ელოდება ყველაზე მსხვილი კონტეინერომზიდის შემოსვლას საქართველოს ნავსადგურების ისტორიაში - "MSC Ukraine”. გემი, რომლის სიგრძე შეადგენს 202 მეტრს და სიგანე 31 მეტრს, ბათუმის ნავსადგურში შემოვა 27 აგვისტოს. 40 საათის ნაკლებ დროში ტერმინალი გადაამუშავებს 2400 TEU. გემი აშენებულია 1989 წელს, პოლონეთში, მფლობელს წარმოადგენს "Mediterranian Shipping Company”, კომპანიის შტაბ-ბინა განთავსებულია ჟენევაში. ...   სრულად


0000-00-00

...   სრულად