სიახლეები

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (ტსსმ) განვითარების საკოორდინაციო კომიტეტის სამუშაო ჯგუფის სხდომა


მიმდინარე წლის 17 იანვარს ქ. ბათუმში გაიმართა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (ტსსმ) განვითარების საკოორდინაციო კომიტეტის სამუშაო ჯგუფის სხდომა.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სს НК «Қазақстан темір жолы", დსს „ აზერბაიჯანის რკინიგზრბი", სს „ საქართველოს რკინიგზა", სსს «Укрзализныця», შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური", დსს „ ბაქოს საერთაშორისო ნავსადგური", სს НК აქტაუს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო ნავადგური", სპს „ბათუმის ნავთობტერმინალი, დსს „ აზერბაიჯანული კასპიის საზღვაო სანაოსნო", შპს „უკრფერი", შპს „ПКП ფართოლიანდიანი მეტალურგიული გზა" და TCDD Tasimacilik A.S и TRANSLOGIST SRL წარმომადგენლებმა.

პროექტის განვითარებისა და შემდგომში ტსსმ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სიმძლავრეების გამოყენებით დამატებითი ტვირთის ნაკადის მოზიდვის მიზნით, ტსსმ განვითარების სამუშაო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება 2016 წელს ტსსმ მხარეების მიერ მიღებული ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით და უკან კონტეინერების გადაზიდვების სატარიფო განაკვეთების შენარჩუნების შესახებ.

გარდა ამისა, მ.წ 18 იანვარს ჩატარდა იურიდიულ პირთა საზოგადოების „ტსსმ საერტაშორისო ასოციაცია" პირველი სხდომა, რომელზეც დამტკიცდა აცოსიაციის სამმართველოს შემადგენლობა, სს НК «КТЖ» პრეზიდენტის, კ.კ.ალპისბაევის თავმჯდომარეობით. აგრეთვე არჩეულ იქნა გენერალური მდივანი და განხილულ იქნა ძირითადი საქმიანობის სხვა საკითხები.

ტსსმ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინის დდა შემდგომ ევროპის ქვეყნების გავლით.

ტსსმ გლობალური ლოგისტიკური პროექტი იძლევა საშუალებას მიაწოდოს ტვირთები საბოლოო მომხმარებელს განსაზღვრულ ვადაში. ტვირთებით დატვირთული კონტეინერები გადიან 9000 კილომეტრიან მანძილს 14 დღეღამეში.






უკან