სიახლეები

მეზღვაურთა დღე 2017



2017 წლის 25 ივნისს ბათუმში მეზღვაურის დღე აღინიშნა

მეზღვაურთა ღვაწლის დასაფასებლად - 25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) გამოაცხადა. ამ დღეს მთელი მსოფლიოს საზღვაო ქვეყნები და მათთან ერთად საქართველო, 2011 წლიდან აღნიშნავენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მხარდაჭერით 25 ივნისს მასშტაბური ღონისძიებები ჩაატარა.

სხვადასხვა ლოკაციებზე დაგეგმილ ღონისძიებებს შორის, დღის მთავარი ღონისძიება ჩატარდა ბათუმის ნავსადგურის მე-10 ნავმისადგომზე, სადაც ოფიციალურმა პირებმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და ჩატარდა დაჯილდოვების ცერემონია. დაჯილდოვდნენ მეზღვაურები საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და ზღვაზე ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის.

მეზღვაურებს, პროფესიული დღე მიულოცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ, აჭარის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ .

პარალელურ რეჟიმში ქ. ბათუმში 25 ივნისის დღისადმი მიძღვნილი სხვდასხვა აქტივობები გაიმართა. დღე დასრულდა გრანდიოზული ფოიერვერკით ზღვის ნაპირიდან.






უკან