ნავმისადგომები და ტერმინალები
ნავთობტერმინალი
 
 


ნავმისადგომი № 1 № 2 № 3 უნავმისადგომო
სიგრძე (მ)
200
140
165
 
სიღრმე (მ)
12.2
10.2
10.2
15.5-20.0
ფართობი(მ2)
9 546
5 662
12 481
 
გემების DWT
45 000
16 000
25 000
140 000

ნავთობტერმინალის გამტარუნარიანობაა 15 მლნ. ტონამდე წელიწადში.
ტერმინალი სპეციალიზირებულია ნედლი ნავთობისა და პრაქტიკულად ყველა ტიპის ნავთობის გადამუშავებაზე: დიზელის საწვავი, ბენზინი, მაზუთი და სხვა.

აღნიშნული ნავმისადგომები 2019 წლამდე გადაცემულია შპს "ბათუმის ნავთობტერმინალზე”.

Web:www.batumioilterminal.com

 
საკონტეინერო ტერმინალი და სანავმისადგომო კომპლექსი ბორნების მომსახურებისათვის
 


ნაცმისადგომი № 4,5 საბორნე გადასასვლელი
სიგრძე (მ)
284.0
43.9
სიღრმე (მ)
12.0
8.24
ფართობი(მ2)
40 000
გემების DWT
35 000
12 600

საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა შეადგენს 100 000 TEU წელიწადში. საკონტეინერო ტერმინალს გააჩნია ღია სასაწყობო ფართები და გადამტვირთავი დანადგარები, რომლებიც სპეციალიზირებულია კონტეინერების პირდაპირი და სასაწყობო ვარიანტით დამუშავებაზე.

ბორანი კურსირებს ვარნას, ილიეჩევსკის, ბათუმის ნავსადგურებს შორის. საბორნე სისტემის მუშაობა სრულიად ავტომატიზირებულია. ტერმინალის ნომინალური წლიური გამტარუნარიანობა შეადგენს დაახლოებით 700 000 ტ.

საკონტეინერო ტერმინალი ოპერირებულია Batumi International Container Terminal LLC-ის მიერ, რომელიც წარმოადგენს ფირმა International Container Terminal Services Inc (ICTSI)-ის შვილობილ კომპანიას.
Web:www.bict.ge
 
მშრალი ტვირთების ტერმინალი

 
ნავმისადგომი № 6 № 7 № 8 № 9
სიგრძე (მ)
183.0
263.3
180.0
204.0
სიღრმე (მ)
8.2
11.5
10.7
10.2
ფართობი(მ2)
6 655
5 630
3 371
გემების DWT
60 000
20 000
25 000


№6 ნავმისადგომს ასევე გააჩნია ღია სასაწყობო ფართი და არის სპეციალიზირებული ჯართის დამუშავებაზე პირდაპირი და სასაწყობო ვარიანტით.

№7 ნავმისადგომი, რომელიც აღჭურვილია 20 - 40 ტონა ტვირთამწეობის ამწეებით, შესაძლებლობას იძლევა დიდტონაჟიანი გემების 60000 ტონიანი (Handymax) დამუშავების და სპეციალიზირებულია ნაყარი, თხევადი, გენერალური და საცალო ტვირთის ტარებში გადამუშავებაზე ერთი ადგილის წონით არაუმეტეს 20 ტონისა.

№8 ნავმისადგომი განკუთვნილია მცირეტონაჟიანი გემებისათვის და სპეციალიზირებულია ნაყარი, თხევადი, გენერალური და საცალო ტვირთის ტარებში გადამუშავებაზე ერთი ადგილის წონით არაუმეტეს 10 ტონისა.

№9 ნავმისადგომი განკუთვნილია მცირეტონაჟიანი გემებისათვის და სპეციალიზირებულია თხევადი, გენერალური და საცალო ტვირთის ტარებში გადამუშავებაზე ერთი ადგილის წონით არაუმეტეს 6 ტონისა.

მშრალი ტვირთის ტერმინალის მაქსიმალური გამტარუნარიანობაა – 2,0 მილიონი ტონა წელიწადში.
 
სამგზავრო ტერმინალი

ნავმისადგომი № 10 № 11
სიგრძე (მ)
225.7
188.5
სიღრმე (მ)
12.2
8.6
ფართობი(მ2)
12.2
19.5
გემების DWT
3 080
2 716

სამგზავრო ტერმინალი განლაგებულია ქალაქის ცენტრში, სანაპირო ბულვარის გაყოლებაზე. ტერმინალის გამტარუნარიანობა შეადგენს დაახლოებით 180 000 მგზავრს წელიწადში. №10 და №11 სამგზავრო ნავმისადგომები უზრუნველყოფენ სამგზავრო გემების და ასევე Ro-Ro ტიპის სამგზავრო სატვირთო მცირეტონაჟიანი ბორნების დამუშავებას.