სერტიფიკატები

ხარისხის, გარემოს და შრომის დაცვის მენეჯმენტის სისტემა

ტრანსეროვნულმა ტექნიკურმა საზოგადოებამ Bureau Veritas Quality International (ლონდონი) - სერტიფიცირების სფეროში მსოფლიო ლიდერმა 2002 წელს ნავსადგურს გადასცა ხარისხის საერთაშორისო სატანდარტის ISO 9001 მოთხოვნებთან შესაბამისობის პირველი სერტიფიკატი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგური გახდა პირველი ყველა პოსტსაბჭური სივრცის და შავი ზღვის აუზის ნავსადგურებს შორის, ვინც დაიმსახურა ასეთი სერტიფიკატი.
2009 წელს შემუშავებულ და დანერგილ იქნა გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემა, რომელიც სერტიფიცირებული იყო სერტიფიცირების დამოუკიდებელი ორგანო Bureau Veritas Certification-ის მიერ ISO 14001:2004საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაზე, ასევე შეიქმნა ხარისხის და გარემოს დაცვის მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემა.
2013 წელს სერტიფიცირების ორგანომ Bureau Veritas Certification ჩაატარა ნავსადგურის შრომის დაცვის მენეჯმენტის სისტემის დამოუკიდებელი აუდიტი, რომლის შედეგების მიხედვით მიღებულ იქნა გადაწყვეტილებაOHSAS18001:2007 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის ახალი სერტიფიკატის ნავსადგურისათვის გაცემის შესახებ.
ხარისხის, გარემოს და შრომის დაცვის მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის სერტიფიცირების სფეროს წარმოადგენს ნავმისადგომთან გემების უსაფრთხო დაყენებასთან, სხვადასხვა ტვირთების უსაფრთხოდატვირთვა-გადმოტვირთვისთან დაკავშირებული მომსახურება და გემების და მგზავრების მომსახურება.
ხარისხის, გარემოს და შრომის დაცვის მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობა, ასევე მისი მუდმივი სრულყოფა ყოველწლიურად მტკიცდება Bureau Veritas Certification მიერ, ზედამხედველი აუდიტების შედეგემის მიხედვით.
მენეჯმენტის სერტიფიცირებული სისტემის არსებობა იძლევა ნავსადგურის წინაშე დაყენებული რთული ტექნიკური და ორგანიზაციული ამოცანების წარმატებულად გადაწყვეტის საშუალებას, ამაღლებს მართვადობას დაკონკურენტუნარიანობას საერთაშორისო დონეზე და წარმოადგენს შემოთავაზებული მომსახურების ხარისხის გარანტიას. რეგულარული შემოწმებები და აუდიტები გვარწმუნებენ იმაში, რომ ჩვენი მართვის ზომები და სტანდარტები დანერგილია ყველაქვედანაყოფში.

 

 

ხარისხის, გარემოს და შრომის დაცვის სფეროში პოლიტიკა, რომლის სტრატეგიული ხაზი შედგება მომსახურების ხარისხის მუდვივ გაუმჯობესებაში კლიენტების მოთხოვნებისდასაკმაყოფილებლად, ნავსადგურის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციით, დაბინძურების და ტრავმატიზმის, ასევე ნავსადგურის და მენარდეების პერსონალის ჯანმრთელობის გაუარესების თავიდანაცილებით.

 

(QHSE_Policy.pdf, 214 kb)
(Q1-10-10-007_EnergyPolicy_R1_GE.pdf)

 

ISPS კოდი

 

2004 წლის 1 ივნისიდან ძალაში შევიდა გემებისა და სანავსადგურო საშუალებების დაცვის საერთაშორისო კოდექსის მოთხოვნები - ISPS კოდი. ხსენებული ახალი მოთხოვნები აყალიბებენ საერთაშორისო სტრუქტურას, რომლის მეშვეობით გემები და სანავსადგურო საშუალებები ურთიერთქმედებენ იმ ფაქტების აღმოჩენისა და აღმოფხვრის მიზნით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხოებას.

ამ მოთხოვნების თანახმად ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოღებულ იქნა შესაბამისი თნამდებობა - ნავსადგურის უსაფრთხოების ოფიცერი - Security Officer, რომელიც პასუხისმგებელია ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიაზე ყველა მოქმედი წესისა და დებულების დაცვაზე და აწარმოებს შესაბამისი სამსახურების ურთიერთქმედებების კოორდინაციას, ბათუმის ნავსადგურში გემების უსაფრთხო დგომისა და მის ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტების დაცვის მიზნით.

ხსენებული თანამდებობა ერთდროულად წარმოადგენს ნავსადგურის ადმინისტრაციისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მმართველი სტრუქტურების დამაკავშირებელ რგოლს.
ნავსადგურების საერთაშორისო ცნობარში შესატანად, ინფორმაცია დანიშნული უსაფრთხოების ოფიცრის შესახებ, რომელიც შეიცავს სრულ საიდენტიფიკაციო მონაცემებსა და მასთან დაკავშირების საშუალებებს, უნდა გადაეგზავნოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას - IMO.

საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნების თანახმად, ნავსადგურის უსაფრთხოების ოფიცერი 24 საათის განმავლობაში მზად არის მიიღოს შეტყობინებები გემი-ნაპირის, იმ კომპანიებისა და გემების მოთხოვნით, რომლებიც მოემართებიან ბათუმის ნავსადგურისაკენ, დაუყონებლივ აწვდის აუცილებელ ინფორმაციას ნავსადგურში არსებული დაცვის დონის შესახებ და იძლევა რეკომენდაციებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ყოველი გემი, საერთაშორისო კოდექსის მოთხოვნების მიხედვით, ნავსადგურში შემოსვლისას ექვემდებარება ნავსადგურის უსაფრთხოების ოფიცრის კონტროლს, რომელიც გულისხმობს გემზე მოქმედი გემის დაცვის საერთაშორისო მოწმობის (International Ship Security Certificate) არსებობასა და კოდექსით გათვალისწინებულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნების შესრულებას.

ცნობისათვის, ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურმა 2004 წლის ივნისის თვეში მიიღო გემებისა და სანავსდგურო საშუალებების დაცვის საერთაშორისო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისობის სერტიფიკატი.


2010 წლის ივნისში ბათუმის ნავსადგურმა გაირა მორიგი სერტიფიცირება ნავსადგურის უსაფრთხოების დარგში და მიიღო ახალი სერთიფიკატი.


  

2015 წლის თებერვალში ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა მიიღო ახალი სერტიფიკატი, რომელიც პასუხობს გემების და სანავსადგურო საშუალებების დაცვის საერთაშორისო კოდექსის მოთხოვნებს. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 წელი.

http://batumiport.com/uploads/file/ISPS_Code_Cert_2015.pdf